Showing posts with label ინფორმაცია ინტერნეტიდან. Show all posts
Showing posts with label ინფორმაცია ინტერნეტიდან. Show all posts

Tuesday, May 1, 2012

ვულკანები


ვულკანები


ვულკანი (velcanus-ალი,ცეცხლი-ლათ.) არის დედამიწის ქერქის არხებზე და ნაპრალებზე გაჩენილი გეოლოგიური წარმონაქმნი,რომლითაც დედამიწის ზედაპირზე ამოიფრქვევა ლავა,ფერფლი,ცხელი გაზები,წყლის ორთქლი და სამთო ქანების ნამტვრევები.ვულკანები არსებობს:მოქმედი,დაძინებული  და ჩამქრალი,ხოლო ფორმის მიხედვით: ცენტრალური და ნაპრალებიანი. ვულკანის მექანიზმი  შედგება შემდეგი ნაწილებისგან: მაგმატური კერა(დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში),ყელი,კონუსი და კრატერი.ამჟამად ატქიური მოქმედი ვულკანებია: კლიუჩევსკისა და ავაჩინსკის სოპკა(რუსეთი), ისალკო(სალვადორი), მაუნალოა(ჰავაის კუნძულები), ტახუმულკო(გვატემალა), სანტა-ანა(სალვადორი), ირასუ(კოსტა-რიკა), ვეზუვი,ეტნა(იტალია) და სხვები.
მაგმა(Magma-სქელი საცხი-ბერძ.) არის სილიკატური შემადგენლობის გამდნარი მასა,წარმოქმნილი დედამიწის ღრმა ზონებში.დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვეულ მაგმას ლავა ეწოდება.მაგმა მიისწრაფვის ზედაპირისკენ,ამ დროს გამოიყოფა წყლის ორთქლი და გაზები,რომლებიც ფართოვდება როცა გადაეყრება წინააღმდეგობას,მათი განთავისუფლება ხდება აფეთქების გზით.სწორედ ეს აერის ვულკანის ამოფრქვევა,რომლის დროს დედამიწის ზედაპირზე ამოტანილია მაგმაც.ის სწრაფი გაციების შედეგად გადაიქცევა ვულკანუს წიდად.
ძირითადად 6 ვულკანურ პროცესს შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფული საშიშროებანი,ესენია: ლავების ნიაღვარი,ფერფლი,ვულკანური ტალახის ნიაღვარი,ვულკანური წყალდიდობა,ალმოდებული ღრუბლები და გამოყოფილი გაზები.
ლავა გაცხელებულია 900-1100 ° C,ის ამოიღვრება პირდაპირ ნაპრალებიდან 
მიწაზე,ან გადმოიღვრება ვულკანის კრატერიდან და მიედინება მთის ძირისაკენ.ლავის 
ნიაღვრის საშუალო სიჩქარეა 60 კმ-საათში.ის მიედინება უფრო ჩქარა თუ მთას აქვს დიდი დახრა,საშიშროება წარმოიქმნება მაშინ,როცა ლავის ნიაღვარი მიაღწევს დასახლებულ პუნქტს,ნგრევის გარდა,ის იწვევს ხანძარს.თხელ ლავას მოკლე დროში შეუძლია დატბოროს მნიშვნელოვანი ტერიტორია.
ვულკანური ფერფლი არის ვულკანური აფეთქებებისგან თხელი და მაგარი 
ლავების დაწვრილმანების და დამტვერიანების პროდუქტი.ყველაზე დიდ 
ნატეხებს ეწოდება
 ვულკანური ბომბები.მათი ზომებია რამდენიმე სანტიმეტრიდან 5-7 
მეტრამდე.ვულკანურ ბომბებზე უფრო პატარა ზომის ნატეხებს ეწოდება „ლაპილები“,კიდევ უფრო მცირე ზომისას-ვულკანური ქვიშა,ხოლო წვრილ ნაწილაკებს-ფერფლი.ფერფლს ატმოსფეროში შეუძლია მოახდინოს გავლენა კლიმატზე.ფერფლი ანჰგრევს სახლებს,მარხავს მოსახლეობას ნანგრევებში,მისგან გამოყოფილი გაზები წამლავენ ცოცხალ არსებებს,ანადგურებს მცენარეულობას,სპობს შინაურ და გარეულ ცხოველებს,იწვევს შიმშილობას.
ვულკანური ტალახის ნიაღვრები ლავაზე უფრო საშიშია და 100-ჯერ მეტი მსხვერპლის მოტანა შუძლია.ვულკანური ტალახის ნიაღვრებს შეუძლიათ დაფარონ და დატბორონ დიდი ფართობის ტერიტორიები,ხოლო თუ ასეთი ნიაღვარი შეიცავს დიდი რაოდენობით მყარ ნაწილაკებს და მცირე რაოდენობით წყალს,მაშინ ის გადაიქცევა მეწყერად.ასეთი ნიაღვრები მოძრაობენ ძალზე სწრაფად,ადამიანები ვერ ასწრებენ ევაკუაციას,ხოლო თავშესაფარში ყოფნა შიძლება დასრულდეს ცუდად,რადგან თხელი მასა ავსებს მთლ სივრცეს.
ვულკანის ამოფრქვევისას,გამდნარი მყინვარებიდან შეიძლება წარმოიქმნას დიდი რაოდენობით წყალი.
ვულკანის ალმოდებული ღრუბლები ღრუბლები წარმოადგენს გავარვარებული
 გაზებისა და ფერფლის ნარევს.ვულკანური პროცესებიდან ეს არის ყველაზე საშიში,რადგან მას მოაქვს დიდი რაოდენობის მსხვერპლი.სიკვდილს იწვევს დამწვრობა და 
გაგუდვა.ასეთი ღრუბლების ტემპერატურა კრატერთან ახლოს 1000 ცელსიუს გრადუსს
 აღწევს,ხოლო 
მისგან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე 700 ცელსიუს გრადუსს.ის წვავს
 ხეებს და ადნობს მინას,იწვევს ხანძარს.ფერდობებზე დაშვების დროს ის
 ავითარებს 100 კმ/სთ სიჩქარეს.
ვულკანური გაზები მომაკვდინებელია ადამიანებისა და ცხოველებისათვის.ა
სეთ გაზებს აქვს სუნი,რადგან შეიცავენ გოგირდოვან ჟანგს,გოგირდოვან
 წყალბადს,ქლოროვან წყალბადის და ფტოროვანი წყალბადის მჟავებს,
რომლებიც იმყოფება გაზის მდგომარეობაში.ასევე ყველგან მონაწილეობს 
ნახშიროჟანგი და მხუთავი გაზები.  ვრცლად

წყალდიდობა

წყალოვარდნა — წყლის დონის უეცარი მატება, განპირობებული თავსხმა წვიმებით ანთოვლის ინტენსიური დნობით. წყალმოვარდნა ძნელადპროგნოზირებადი მოვლენაამდინარეთა წყალდიდობა ოთხი ტიპისაა, რომლებიც ერთმანეთისაგან განმეორების სიხშირით, მასშტაბით და მიყენებული ზიანის ოდენობით განსხვავდებიან. ესენია:
უმნიშვნელო წყალდიდობა დამახასიათებელია ვაკის მდინარეებისათვის, აღინიშნება 5-10 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორიის 1/10, არ იწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს და არ არღვევს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.
მნიშვნელოვანი წყალდიდობა დამახასიათებელია როგორც ვაკის, ისე მთისმდინარეებისათვის, აღინიშნება 20-25 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას ფარება მდინარის ხეობის მნშივნელოვანი ნაწილი. იწვევს არსებით მატერიალურ ზარალს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუაციას და ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლას.
მასშტაბური წყალდიდობა მოიცავს მდინარის მთელ აუზს, აღინიშნება 50-100 წელიწადში ერთხელ. ხშირ შემთხვევაში თითქმის მთლიანად იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორია, დასახლებული პუნქტები. იწვევს დიდ მატერიალურ ზარალს, მკვეთრად ცვლის ადამიანთა ყოფა-ცხოვრებასა და სამეურნეო საქმიანობას, მოითხოვს მოსახლეობისა და მატერიალური ფასეულობების ევაკუაციას.
კატასტროფული წყალდიდობა — იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები, მთლიანად, პარალიზებულია ადმიანის საქმიანობა. მოიცავს არაერთი მდინარის აუზს, აღინიშნება 100-200 წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად. ამგვარი წყალდიდობა იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, უდიდეს მატერიალურ ზარალს. ვრცლად

მიწისძვრა

მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის შკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით(ტალღების საერთო ენერგიით)და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოსტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თამდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები:ცუნამიმეწყერიზვავებიღვარცოფიხანძარი და სხვა. ვრცლად